გოგა ბითაძემ ევროლიგის “ამომავალი ვარსკვლავის” – საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშის პრიზი მოიგო

0
11

საქართველოს ნაკრების ცენტრი გოგა ბითაძე ევროლიგის 2018/19 წლების სეზონის ამომავალ ვარსკვლავად აღიარეს, აღნიშნულ ინფორმაციას ლიგის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. წყაროს ცნობით, გოგა აღნიშნულ პრიზს ევროლიგის ოთხთა ფინალის წინ შემდეგ მიიღებს.

გოგამ “ბუდუჩნოსტში” ასპარეზობის დროს ევროლიგაში 13 შეხვედრა ჩაატარა, სადაც საშუალოდ ერთ მატჩში 12.1 ქულას, 6.4 მოხსნას, 2.3 დაფარებას და 1.3 პასს აგროვებდა.

ბოლო ორი სეზონი ევროლიგის ამ პრესტიჟულ ჯილდოს ლუკა დონჩიჩი იგებდა, იქამდე კი ისეთ კალათბურთელებს მოუგიათ როგორებიც არიან, დანილო გალინარი, ალექს აბრინესი, ბოგდან ბოგდანოვიჩი, კოსტას პაპანიკოლაუ, რიკი რუბიო.

ბითაძე მესამე ცენტრია, რომელსაც ევროლიგაში 2005 წლიდან დაწესებული ეს ტიტული მოუგია. სადებიუტო 2 სეზონში ამომავალი ვარსკვლავის პრიზი ცენტრებმა – სლოვენიელმა ერაზმ ლორბეკმა და იტალიელმა ანდრეა ბარნიანიმ მოიგეს.