კანკავა მალე დაბრუნდება

0
62

„ტობოლის“ ნახევარმცველ ჯაბა კანკავას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა და უახლოეს მომავალში საქართველოს ნაკრების კაპიტანი გუნდთან ერთად ვარჯიშს განაახლებს.
კანკავამ ყაზახეთის პრემიერ ლიგაში „ასტანასთან“ ჩატარებულ მატჩში მარცხენა მუხლის გვერდითი მყესი დაიზიანა. Kazfootball.kz-ის ინფორმაციით, ქართველმა ფეხბურთელმა დაზიანებულ მუხლზე გამოკვლევა ერთ-ერთ ევროპულ კლინიკაში ჩაიტარა და ამჟამად, რეაბილიტაციის კურსს ასრულებს.
კანკავამ, რომელსაც მიმდინარე სეზონში „ტობოლში“ ცენტრალურ მცველად ათამაშებენ, ყაზახეთის ჩემპიონატში 7 მატჩი ჩაატარა.