იურგენ კლოპი: “ბევრი მატჩი მინახავს, თუმცა ასეთი სანახაობა არ მახსენდება”

0
14

ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლის შემდეგ, “ლივერპულის” თავკაცი, იურგენ კლოპი ჟურნალისტებს შეხვდა და პირველი კომენტარი გააკეთა.
“მთლიანი შეხვედრა საოცრება იყო. შეხვედრამდე ბიჭებს ვუთხარი, რომ ეს შეუძლებელი იქნებოდა, თუმცა ყველაფერი მათზე იყო დამოკიდებული. ცხოვრებაში ბევრი მატჩი მინახავს, თუმცა ასეთი სანახაობა არ მახსენდება”, – აღნიშნა გერმანელმა სპეციალისტმა.
შეგახსენებთ, რომ “ლივერპულმა” რამდენიმე წუთის წინ “ბარსელონას” 4-0 მოუგო და პირველ შეხვედრაში გაშვებული სამი გოლის მიუხედავად, ჩემპიონთა ლიგის ფინალის საგზური მოიპოვა.