ზინედინ ზიდანი “რეალის” “დიდ წმენდას” მოდრიჩით და ბეილით დაიწყებს

0
15
“რეალის” მწვრთნელი ზინედინ ზიდანი ზაფხულში შემადგენლობას საფუძვლიანად გადაახალისებს.
AS-ის ცნობით, ზიდანს ეჭვი ეპარება, რომ ნახევარმცველ ლუკა მოდრიჩს შეუძლია გუნდისთვის სასარგებლო იყოს და მზადაა შეელიოს, თუმცა თავად ხორვატს დარჩენა უნდა და კლუბის ხელმძღვანელობაც მისი გაშვების წინააღმდეგია.
ფაქტი ერთია – მოდრიჩმა მძიმე პერიოდში არათუ ვერ ულიდერა გუნდს, არამედ “ოქროს ბურთის” მფლობელი ერთი რიგითი, სხვებისგან არაფრით გამორჩეული ფეხბურთელი გახლავთ.
“მარკა” კი იტყობინება, რომ ზიდანმა სამ ფეხბურთელს უკვე გამოუტანა ვერდიქტი და ამის შესახებ უთხრა კიდეც – ნახევარმცველებს დანიელ სებალიოსს და მარკოს ლორენტეს, აგრეთვე თავდამსხმელს გარეთ ბეილს შეუძლიათ ახალი გუნდების მოძიება დაიწყონ.
ზიდანმა ჟურნალიტების კითხვაზე, რატომ არ შეიყვანა “ვილიარეალთან” მატჩის განაცხადში ბეილი, მოკლედ მიუგო, რომ შემადგენლობას თავად არჩევს და შეუძლიათ რაც უნდათ, ის იფიქრონ.