არველაძის მნიშვნელოვანი გამარჯვება აზიის ჩემპიონთა ლიგაში

0
36

შოთა არველაძის გაწვრთნილმა „ფახთაქორმა“ აზიის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი მოიგო.
ტაშკენტელებმა გასული სეზონის გათამაშების ფინალისტ ირანის „პერსეპოლისს“ უმასპინძლეს და 1:0 დაამარცხეს. „ფახთაქორიდან“ გოლი შეხვედრის 86-ე წუთზე იგორ სერგეევმა გაიტანა, რომელიც მოედანზე რამდენიმე წუთის შესული იყო.
არველაძის შეგირდებს D ჯგუფში 8 ქულა აქვთ და დასკვნით მატჩს 20 მაისს სტუმრად საუდის არაბეთის „ალ აჰლისთან“ ჩაატარებენ, რომელსაც პირველი თამაში შინ 1:0 მოუგეს.