გვარდიოლამ ორი საუკეთესო კლუბი დაასახელა , რომელსაც სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში შეხვედრია

0
12

ინგლისური “მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ ჟურნალისტებთან საუბრის დროს დაასახელა ორი საუკეთესო კლუბი, რომელსაც შეხვედრია.

“ჩემი სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში, საოცარ კლუბებს დავუპირისპირდი. თუმცა, მათ შორის ორი საუკეთესოა – ლუის ენრიკეს “ბარსელონა” და კლოპის “ლივერპული”.

შეგახსენებთ, რომ პრემიერლიგის დასრულებამდე ერთი ტურია დარჩენილი და სატურნირო ცხრილს “ლივერპული” ლიდერობს, თუმცა “მანჩესტერ სიტის” 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული. დღეს, გვარიდოლას გუნდი საკუთარ მოედანზე “ლესტერ სიტის” უმასპინძლებს და გამარჯვების შემთხვევაში, პირველ ადგილს კვლავ დაიბრუნებს.