გოგა ბითაძის 18 ქულა და 11 მოხსნა 21 წუთში

0
14

გოგა ბითაძემ სერბეთის ჩემპიონატში გამორჩეულად შედეგიანი მატჩი ჩაატარა – 21 წუთში 18 ქულა და 11 მოხსნა მოაგროვა, რასაც 1 პასი, 2 ჩაჭრა და ამდენივე დაფარება მიამატა. მის ანგარიშზე 9-დან 5 ორქულიანი, 5-დან 2 სამიანი და 14-დან 7 საჯარიმო დაფიქსირდა.

ქართველის ზეშედეგიანობით “მეგა ბიმაქსმა” სტუმრად დაამარცხა “სლობოდა – 105:80.

“ბ” ჯგუფში ბიმაქსელებს 2 მოგება და 1 წაგება აქვთ და მეორე ადგილზე არიან. პირველზე 3 მოგებით პარტიზანია. “ა” ჯგუფს კი “ცრვენა ზვეზდა” ლიდერობს (3/0).