“რეალმა” “აინტრახტიდან” იოვიჩი გადაიბირა

0
16

ესპანურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მადრიდის “რეალმა” მოლაპარაკება წარმატებით დაასრულა და ცენტრალური თავდამსხმელი დაიმატა.
AS-ის ცნობით, მომავალი სეზონიდან “სამეფო კლუბი” ღირსებას “აინტრახტის” შემტევი, ლუკა იოვიჩი დაიცავს. მადრიდულ კლუბის 21 წლის სერბი ფეხბურთელის დამატება 60 მილიონი ევრო დაუჯდება.
ლუკა იოვიჩი “აინტრახტში” 2017 წლიდან ირიცხება. მან გერმანული კლუბის მაისური 71-ჯერ მოირგო, 35 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა შეასრულა.