ჩავი “ბეტისის” მწვრთნელად?

0
20

ლეგენდარულმა ესპანელმა ნახევარმცველმა ჩავიმ, რომელიც ამჟამად ყატარის „ალ-სადში“ თამაშობს, შესაძლოა სევილიის „ბეტისი“ გაწვრთნას.
„ბარსელონას“ 39 წლის ექსკაპიტანი მიმდინარე სეზონის შემდეგ კარიერას ასრულებს და მწვრთნელობას აპირებს. ის უეფას მწვრთნელთა ლიცენზირების კურსებს გადის. ზაფხულში „ბეტისის“ ხელმძღვანელები დიდი ალბათობით ამჟამინდელ თავკაც კიკე სეტიენს დაითხოვენ და ჩავი მის ერთ-ერთ შემცვლელად განიხილება.
ჩავი არაბეთის „ალ-სადში“ 2015 წლიდან თამაშობს და თავის გუნდთან ერთად ყატარის ჩემპიონატი პირველად მოიგო.