იკერ კასილასისთვის საფეხბურთო კარიერა დასრულებულია

0
16

“პორტუს” ესპანელი მეკარე, იკერ კასილასი, გულის შეტევით საავადმყოფოში გადაიყვანეს. გავლენიანი გამოცემები წერდნენ, რომ ვეტერანმა მეკარემ ტკივილები ვარჯიშისას იგრძნო.

უახლესი ცნობების მიხედვით, კასილასის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა ესპანური მედია წერს, რომ მისთვის საფეხბურთო კარიერა დასრულებულია.

იკერ კასილასს კორონალური სტენტი ჩაუდგეს. უფრო ზუსტად,  სტენტირება  გაფართოებაა, რომელიც გულის მკვებავი სისხლძარღვების ნორმალური მუშაობის აღდგენას და გულის ჟანგბადით ნორმალური მომარაგების უზრუნველყოფას ისახავს მიზნად. ეს კი ნიშნავს, რომ 37 წლის ესპანელი მეკარე ფეხბურთის თამაშს ვეღარ შეძლებს.