“ჩელსის” ახალი რეკორდი ევროპა ლიგაზე

0
9

ლონდონის „ჩელსიმ“ ევროპა ლიგაზე ახალი რეკორდი დაამყარა.
ევროპა ლიგის ნახევარფინალის პირველ მატჩში „ჩელსიმ“ სტუმრად ფრანკფურტის „აინტრახტთან“ 1:1 ითამაშა.
ლონდონური კლუბი ნახსენებ ტურნირზე უკვე ზედიზედ 16 მატჩია არ აგებს, რაც ახალი რეკორდია. მანამდე, საუკეთესო შედეგი მადრიდის „ატლეტიკოს“ ეკუთვნოდა, რომელიც ესპანელებმა 2011-2012 წლების სეზონში დაამყარეს.
მეორე ნახევარფინალში ლონდონის „არსენალმა“ შინ „ვალენსია“ 3:1 დაამარცხა.
ევროპა ლიგაზე საპასუხო შეხვედრები 9 მაისს ჩატარდება.