ბითაძე სერბეთის ჩემპიონატს და “მეგა ბიმაქსს” 10 ქულით დაუბრუნდა

0
16

ადრიატიკის ლიგის დასრულების შემდეგ გადამწყვეტი ეტაპით გაგრძელდა სერბეთის ჩემპიონატი, რომლის დასკვნით ფაზაშიც გუნდები ორ ჯგუფად არიან გაყოფილნი. მოგეხსენებათ, გოგა ბითაძე “მეგა ბიმაქსში” დაბრუნდა და ამ გუნდს ეხმარება სერბეთის პირველობაზე.
მეორე ტურის მატჩები 2 მაისს გაიმართა. “მეგამ” “ნოვი პაზარს” უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 97:95 დაამარცხა.
212 სმ სიმაღლის ქართველმა ცენტრმა 19 წუთი ითამაშა, 10 ქულა 4 მოხსნა და დაფარება მოაგროვა. მას სათამაშო დრო გაცილებით მეტი ექნებოდა 5 პერსონალური შენიშვნა რომ არ მიეღო.
გოგამ 6-დან 3 ორქულიანი, ორიდან ერთი სამიანი და ორიდან ერთი საჯარიმო ჩააგდო. “მეგა ბიმაქსში” 19 ქულით მიშკოვიჩი გამოირჩა, 26 ქულა კი “ნოვი პაზარის” კალათბურთელმა კრსტიჩმა ჩააგდო.
ბითაძის გუნდს თითო მოგება-წაგება აქვს. მის ჯგუფში 6 გუნდია.