ტევესი ტიტულებით მხოლოდ მესის ჩამორჩება

0
16

„ბოკა ხუნიორსის“ თავდამსხმელმა კარლოს ტევესმა კარიერაში 27-ე ტიტული მოიგო და არგენტინელ ფეხბურთელებს შორის მოპოვებული ჯილდოებით მხოლოდ „ბარსელონას“ კაპიტან ლიონელ მესის ჩამორჩება.
„ბოკა ხუნიორსმა“ არგენტინის სუპერთასზე „როსარიო სენტრალი“ (0:0, პენალტების სერიაში 6:5) დაამარცხა და ამ ჯილდოს პირველად დაეუფლა.
არგენტინაში სუპერთასი 2012 წლიდან თამაშდება და მანამდე, „ბოკა“ გადამწყვეტ მატჩში სამჯერ დამარცხდა.
აქვე გეტყვით, რომ მესიმ კარიერაში 35 ტიტული მოიგო და ამ მაჩვენებლით არგენტინული ფეხბურთის ისტორიაში აბსოლუტური ლიდერია.