ლეო მესი: „ლივერპულის“ ჩქაროსნულ და ათლეტურ ფეხბურთს გავუმკლავდით“

0
18

„ბარსელონას“ მთავარვარსკვლავმა, ლიონელ მესიმ, „ლივერპულთან“ ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ მატჩში გამარჯვების შემდეგ (3:0), ჟურნალისტებს საკუთარი აზრი გაუზიარა.

„ბოლო მომენტში დემბელეს უნდა გაეტანა, მაშინ „ენფილდზე“ საქმე უფრო გაგვიიოლდებოდა. თუმცა 3:0-იც მშვენიერი შედეგია. „ლივერპულის“ ჩქაროსნულ და ათლეტურ ფეხბურთს გავუმკლავდით. „ბარსელონა“ არ არის ჩვეული უბურთოდ თამაშს, ამიტომ წარმატებისთვის ძალიან დიდი ენერგიის დახარჯვა მოგვიხდა. სამუშაო კი ჩინებულად შევასრულეთ“, – ციტირებს არგენტინელის სიტყვებს უეფას პრესსამსახური.

შეგახსენებთ, რომ მესიმ „ლივერპულთან“ შეხვედრაში დუბლი მიითვალა.