მარიო ბალოტელი: „აღარ შეადაროთ მესი “იუვენტუსის” მეშვიდე ნომერს”

0
11

ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალის მატჩში ბარსელონამ ლივერპულს უმასპინძლა და მეტოქე 3:0 დაამარცხა. ორ შემთხვევაში ალისონ ბეკერის კარი ლეო მესიმ აიღო და  შედეგად, არგენტინელმა დუბლი გაიფორმა.

ჩემპიონთა ლიგის ზემოხსენებულ შეხვედრას “მარსელის” თავდამსხმელი, მარიო ბალოტელი სოციალური ქსელით გამოეხმაურა და დაწერა: „მესი ფენომენია. ფეხბურთის სიყვარულის გამო, აღარ შეადაროთ მესი “იუვენტუსის” მეშვიდე ნომერს”.