კაბა კანკავა “ტობოლს” დააკლდება, ნაკრებს?

0
38

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა ტრავმირებულია.
„ტობოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ გაზაევმა ამის შესახებ ყაზახეთის პრემიერ ლიგის მე-8 ტურში შინ „ორდაბასისთან“ 1:1 დასრულებული მატჩის შესახებ, განაცხადა.
„იმ მოთამაშეებს, რომლებიც ჩვენდა სამწუხაროდ ტრავმირებულნი იყვნენ, გუნდის საკვანძო ფეხბურთელ ჯაბა კანკავას ტრავმა დაემატა, რომელმაც „ასტანასთან“ მატჩში მარცხენა მუხლის შიდა გვერდითი მყესი დაიზიანა. როგორც ექიმებისგან ვიცი, მას პირველი ხარისხის დაზიანება აქვს და გამოჯანმრთელებას 10-12 დღე დასჭირდება“ – აღნიშნა გაზაევმა.
კანკავამ, რომელსაც მიმდინარე სეზონში „ტობოლში“ ცენტრალურ მცველად ათამაშებენ, 7 მატჩი შეუცვლელად ჩაატარა.
შეგახსენებთ, რომ 7 ივნისს საქართველოს ნაკრები ევროპირველობის შესარჩევ მატჩში გიბრალტარს უმასპინძლებს, ხოლო 10 ივნისს სტუმრად დანიას შეხვდება.