ერნესტო ვალვერდე: „ვიცით, რა შეუძლია მესის, თუმცა ის ჩვენ გაკვირვებას მაინც ახერხებს“

0
19

კატალონიის “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ, “ლივერპულთან” მოგებული მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა:
„ძალიან ძლიერი გუნდის წინააღმდეგ შესანიშნავი შედეგი დავაფიქსირეთ.
ვიცით, რა შეუძლია მესის, თუმცა ის ჩვენ გაკვირვებას მაინც ახერხებს. ის არის კაპიტანი და მოთამაშე, რომელიც გუნდის თამაშის რიტმს აწესებს. ლეო მოწინააღმდეგესთან ისევ განმასხვავებელი ფაქტორი აღმოჩნდა. მან კიდევ ერთხელ მოგვაგებინა და დაამტკიცა, რომ ლიდერია.
სიმართლე გითხრათ, არ ვიცოდი, დაარტყამდა თუ არა მესი ჯარიმას. არ ვიცი, როგორ ახერხებს, მაგრამ ლეოს ყოველთვის გააქვს მაშინ, როდესაც გვჭირდება“.

შეგახსენებთ, რომ კატალონელებმა 3:0 იმარჯვეს, ლეო მესიმ კი დუბლი შეასრულა.