ჩაკვეტაძე ოპერაციას გაიკეთებს…

0
20

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე საოპერაციოა, იუწყება hln.be. 19 წლის ნახევარმცველმა შარშან დეკემბერში “სენ ტრუიდენთან” მატჩში მუხლის ტრავმა მიიღო და ხანგრძლივი რეაბილტაციის შემდეგ დაბრუნდა, მაგრამ 21 აპრილს “ანდერლეხტთან” მატჩში ტრავმა გაუმიზეზდა. თავდაპირველად დაზიანება საგანგაშო არ ჩანდა, მაგრამ დამატებითმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ჩაკვეტაძეს მარჯვენა მუხლის ჯვარედინი მყესები აქვს დაზიანებული და ქირურგიული ჩარევა გარდაუვალია.
ახალგაზრდა ტალანტი ვერც საქართველოს ნაკრებს დაეხმარება ევრო 2020-ის შესარჩევი ეტაპის მატჩებში.
შეგახსენებთ, რომ 7 ივნისს საქართველოს ნაკრები გიბრალტარს უმასპინძლებს, ხოლო 10 ივნისს სტუმრად დანიას შეხვდება.
kaagentfans.be-ს ინფორმაციით, აღნიშნულით ტრავმა გიორგი ჩაკვეტაძის ამ ზაფხულს სხვა კლუბში გადასვლის შესაძლებლობას მინიმუმამდე ამცირებს.