აურზაური “რეალში”

0
19
“მარკას” ცნობით, ლა ლიგის 34-ე ტურში “რაიო ვალეკანოსთან” დამარცხების (0:1) შემდეგ “რეალის” თავდამსხმელი გარეთ ბეილი გუნდის ავტობუსში არ ჩაჯდა და სტადიონი ავტომობილით დატოვა.
ნამატჩევს “რეალის” მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა განაცხადა, რომ ასე თამაში არ შეიძლება, კრიტიკული პერიოდი როგორმე უნდა გადალახონ, ერთი სული აქვს, სეზონი როდის დასრულდება, გუნდში დაბრუნებას არ ნანობს, ფეხბურთელებს ყოველთვის დაიცავს, ოღონდ არა ამ შემთხვევაში და ბეილი რაზე ფიქრობს, არ იცის.
კითხვაზე, რატომ ვერ ასპარეზობს ბეილი კარგად, ზიდანმა უპასუხა: “ვერ გეტყვით, ეს თავად მას ჰკითხეთ. არა მგონია, მატჩისას გუნდთან ერთად ურთიერთმოქმედებაზე ოდნავ მაინც ფიქრობდეს”.
“რაიო ვალეკანოსთან” შეხვედრაში ბეილმა ხუთი საგოლე მომენტი ვერ გამოიყენა.