ზინედინ ზიდანი: “რეალს” 33 ტიტული აქვს, “ბარსელონას”?

0
90

მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა პრესკონფერენციაზე ესპანეთის ჩემპიონატში “ბარსელონასთან” კონკურენციის შესახებ ისაუბრა. ფრანგი სპეციალისტის თქმით, “სამეფო კლუბი” როგორც ევროპაში, ისე ქვეყნის მასშტაბითკატალონურ გრანდზე მეტადაა წარმატებული.

“მადრიდის “რეალი” ჩემპიონი 33-ჯერ გახდა, რამდენი ტიტული აქვს “ბარსელონას”? მათ კარგი გუნდი ჰყავთ, ვაფასებთ და ვულოცავთ იმ წარმატებას, რომელსაც აღწევენ, მაგრამ თუ ჩვენ ციფრებით ვისაუბრებთ, “რეალს” გაცილებით მეტი ტიტული აქვს. ამით საკუთარი თავის დაცვას არ ვცდილობ, უბრალოდ გპასუხობთ თქვენ, რომლებიც მეუბნებით, რომ “ბარსელონა” ჩემპიონატში “რეალზე” წარმატებულია. 
მომავალ სეზონში ჩვენ ამ მდგომარეობის შეცვლას შევეცდებით. ჩემპიონატს რამდენადაც შესაძლებელია კარგად დავიწყებთ და ლა ლიგაში გამარჯვების მიღწევას მიზნად დავისახავთ“,-უთხრა ზიზუმ ჟურნალისტს.

ლა ლიგის 34 ტურის შემდეგ, “რეალს” 64 ქულა აქვს და მესამე ადგილს იკავებს, “ბარსელონას” კი ზედიზედ მეორე ჩემპიონობას ერთადერთი მოგება აშორებს.