ჟოზე მოურინიუ: “ზოგიერთი ფეხბურთელი იტყვის, რომ ნაბიჭვარი ვარ”

0
21
during the Premier League match between Manchester United and Fulham FC at Old Trafford on December 8, 2018 in Manchester, United Kingdom.

ჟოზე მოურინიუმ DAZN-თან საკუთარი მომავლის შესახებ ისაუბრა. ჟოზე საკუთარი მუშაობის სტილს შეეხო და მის არაკეთილმოსურნეებზეც ისაუბრა.

“ლონდონში დავბრუნდი, თუმცა არ მგონია, რომ მომდევნო სეზონში პრემიერლიგაში ვიმუშავო. ტიტულები, რომლებიც მე წარსულში მოვიგე, მომავალში ჩემი წარმატების გარანტია. ამის დავიწყება შეუძლებელია იმათთვისაც კი ვინც ცდილობს, რომ ჩემი მიღწევები გააუფერულოს. ჩემი ბოლო ტურნირი, რომელიც მოვიგე ევროპა ლიგა იყო და ეს წელიწადნახევრის წინ მოხდა, თუმცა ზოგიერთი მასზე ისე საუბრობს თითქოს 20 წლის წინ ყოფილიყოს. ბოლო ფინალი კი, რომელშიც მონაწილეობა მივიღე 7 თვის წინ იყო (FA Cup). ახლა კი მომავალზე ვარ ფოკუსირებული.

არ ვთვლი, რომ ამჟამად დროს ვკარგავ. 18 წელი შეუსვენებლად ვიმუშავე და იმის დროც კი არ მქონდა, რომ მეფიქრა თუ სად დავუშვი შეცდომა. ამჟამად, ამ დროს ნამდვილად ნაყოფიერად ვიყენებ. ამბობენ, რომ მე ძალიან ემოციური ვარ და სხვებზე ზედმეტს ვფიქრობ. ასევე ამბობენ, რომ მარცხის შემდეგ ძალიან აუტანელი ვარ. აგრესიას ვიჩენ მათ მიმართ, აუტანელი ვარ მათ მიმართ, ვისაც ჩემზე ნაკლები ამბიცია აქვს. როგორ დამახასიათებდნენ მოთამაშეები ერთი სიტყვით? ზოგიერთი იტყვის, რომ ნაბიჭვარი ვარ. რატომ მირჩევენ მე ისინი? იმიტომ, რომ მოიგონ”.