სუარესი კუბალას დაეწია, პირველი მესია…

0
18

ესპანეთის ლა ლიგის 34-ე ტურში „ბარსელონამ“ სტუმრად „ალავესი“ 2:0 დაამარცხა და ერთი გოლი ლუის სუარესმა გაიტანა.
ამრიგად, ურუგვაელმა თავდამსხმელმა კატალონელთა მაისურით ლა ლიგაში მეტოქეტა კარი 131-ჯერ აიღო და ამ მაჩვენებლით კლუბის ლეგენდას ლადისლაო კუბალას გაუთანაბრდა.
„ბარსელონას“ რეკორდსმენი არგენტინელი ლიონელ მესია, რომლის ანგარიშზე ესპანეთის ჩემპიონატში 416 გოლია, მეორე ადგილი სესარ როდრიგესს უკავია.
გარდა ამისა, სუარესმა მიმდინარე სეზონში ლა ლიგაში მატჩში  21 გოლი გაიტანა და ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილს „რეალის“ ფრანგ ფორვარდ კარიმ ბენზემასთან იყოფს.
ლიდერი მესია, რომელმაც 31 შეხვედრაში მეტოქეები 33-ჯერ დაამწუხრა.