შაკმა NBA-ს ყველა დროის საუკეთესო ხუთეული დაასახელა

0
21
NBA-ს ლეგენდარულმა ცენტრმა შაკილ ო’ნილმა USA TODAY-სთვის მიცემულ ინტერვიუში NBA-ს ყველა დროის საუკეთესო ხუთეულის საკუთარი ვერსია დაასახელა.
ო’ნილმა, რომელიც ახლა ექსპერტად მუშაობს ამერიკულ არხზე, შემდეგი კალათბურთელები შეიყვანა ხუთეულში:
გამთამაშებელი მცველი – კობი ბრაიანტი
შემტევი მცველი – მაიკლ ჯორდანი
მსუბუქი ფორვარდი – ლარი ბერდი
მძიმე ფორვარდი- კარლ მელოუნი
ცენტრი – ჰაკიმ ოლაჯიუვონი
შაკილ ო’ნილი NBA-ში 1992 -2011 წლებში თამაშობდა. ლეგენდარულმა ცენტრმა NBA ოთხჯერ მოიგო (2000, 2001, 2002, 2006), ერთხელ სეზონის MVP გახდა და 15-ჯერ მიიღო მონაწილეობა “ყველა ვარსკვლავის” მატჩში.