პოლ პოგბას “მანჩესტერიდან” წასვლა სურს

0
25

,,მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველი, პოლ პოგბა ზაფხულში გუნდიდან წასვლას აპირებს. 26 წლის ფეხბურთელმა ამის შესახებ თანაგუნდელებს შეატყობინა. ინფორმაციას L’Équipe ავრცელებს.

მიმდინარე კონტრაქტი პოგბას ,,იუნაიტედთან” კიდევ ორი წლით აკავშირებს, თუმცა მხარეებს ახალ ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებები ჯერჯერობით არ დაუწყიათ.

ფრანგის გადაბირებით მადრიდის ,,რეალი” ინტერესდება. ტრანსფერს ხელი, შესაძლოა, რამდენიმე ფაქტორმა შეუშალოს, მათ შორის – მაღალმა ხელფასმა, რომელსაც ფეხბურთელი ითხოვს და, ასევე, მინო რაიოლამ – მოთამაშის აგენტს მადრიდულ გუნდთან კარგი ურთიერთობა არ აქვს.

გარდა ,,რეალისა” პოგბას ყიდვა ტურინის ,,იუვენტუსსა” და ,,პარი სენ ჟერმენსაც” სურთ.