“CRYSTALBET ეროვნულმა ლიგამ” პირველი წრის საუკეთესოები დაასახელა

0
97

გასულ უქმეებზე  “crystalbet ეროვნული ლიგის” პირველი წრე დასრულდა. ჩატარებული 9 ტურის შემდეგ გათამაშებას ერთპიროვნულად ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი „საბურთალო“ ლიდერობს.
„crystalebet ეროვნულმა ლიგამ”  პირველი წრის საუკეთესოები დაასახელა.

პირველი წრის საუკეთესო მწვრთნელად საჩხერის “ჩიხურას” თავკაცი სოსო ფრუიძე აღიარეს. ფრუიძის ხელმძვანელობით საჩხერლებმა 9 მატჩში მხოლოდ 3 მოგება მოიპოვეს, 5 შეხვედრა ფრედ დასრულდა, ხოლო 1 მატჩი დათმეს.

საუკეთესო ფეხბურთელად კი ბათუმის “დინამოს” მეკარე მიხეილ ალავიძე დასახელდა, რომელმაც 5 მატჩში კარი მშრალად შეინახა და ჯამში 9 შეხვედრაში 6 გოლი გაუშვა, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია სხვა მეკარეებს შორის.

გარდა ამისა ლიგამ პირველი წრის სიმბოლური ნაკრები შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ საუკეთესოებში ყველაზე მეტი წარმომადგენელი მოქმედ ჩემპიონს “საბურთალოს” ჰყავს.