ბექა ბურჯანაძის მორიგი ორმაგი დუბლი

0
21

ბექა ბურჯანაძის ორმაგი დუბლით ესპანეთის ჩემპიონატის აუტსაიდერმა “დელტეკომ” თად მაკფადენის “ხუვენტუდი” 89:86 დაამარცხა და ლიგაში ადგილის შენარჩუნების რეალური შანსი გაუჩნდა. ამ ეტაპისთვის 3 გუნდს – “ბრეგანს”, მურსიას” და თავად “დელტეკოს 8-8 გამარჯვება აქვთ და 5 ტურია დარჩენილი. ამ სამიდან 2 უარესი ქვედა ლიგაში გავარდება.

ბურჯანაძე “ხუვენტუდთან” გამარჯვების ერთ-ერთი შემოქმედი გახლდათ. ბექამ მოედანზე 28:29 წუთი გაატარა, რა დროშიც

ორმაგი დუბლი გაიფორმა – 19 ქულა, 11 მოხსნა, 3 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა. ჩვენებურმა 10-დან 6 ორქულიანი, 4-დან 1 სამქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. ბურჯანაძემ შეხვედრა მარგი ქმედების 27 კოეფიციენტით დაასრულა და ამ კუთხით მხოლოდ თანაგუნდელ დანიელ პერესს (36) და „ჟუვენტუტის“ წარმომადგენელ მარკო ტოდოროვიჩს (30) ჩამორჩა.

რაც შეეხება მაკფადენს, ისიც გამორჩეული იყო და 24:21 წუთში საკუთარ გუნდს 13 ქულა, 3 მოხსნა და პასი შესძინა. საქართველოს ნაკრების წევრმა 4-დან 2 ორქულიანი და 5-დან 3 სამქულიანი ჩააგდო, ხოლო მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 10-ს გაუტოლდა.

„გიპუზკოას“ 28 ტურის შემდეგ 8 გამარჯვების წილ 20 წაგება აქვს და ბოლო, მე-18 ადგილზეა, ხოლო „ხუვენტუტი“ 15 მოგებითა და 13 წაგებით მეშვიდე პოზიციაზე იმყოფება.