გადამწყვეტი, მეხუთე მატჩის მოლოდინში…

0
13

ადრიატიკის ლიგის ფინალურ სერიაში გოგა ბითაძის “ბუდუჩნოსტმა” “ცრვენა ზვეზდას” ანგარიში გაუთანაბრა. სერიის მეოთხე შეხვედრა მონტენეგროში გაიმართა და გოგას თანაგუნდელთა გამარჯვებით, 84:80 დასრულდა.

საფინალო სირენამდე 2:33 წუთით ადრე ანგარიში თანაბარი იყო – 72:72. ამის შემდეგ საოცარი სისზუსტით სტყორცნა ნორის კოულმა და “ბუდუჩნოსტის” გაქცევას დაუდო საფუძველი – 7:0. “ცრვენა ზვეზდამ” თამაში ვეღარ შემოატრიალა და სერიაში ანგარიში გათანაბრდა – 2:2.

კოულმა, რომელიც მატჩის საუკეთესო კალათბურთელად დასახელდა, 31 ქულა ჩააგდო, 23 ჰქონდა ერლ კლარკს, ხოლო გოგა ბითაძემ 17 წუთში 2 ქულა, 3 მოხსნა და დაფარება მიითვალა. მას სათამაშო დრო ფოლების სიჭარბემ შეუზღუდა, ბოლო წუთებს სათადარიგო სკამიდან ადევნებდა თვალს, რადგან ხუთი ჯარიმა ჰქონდა.

სერიის მეხუთე, საჩემპიონო მატჩი 22 აპრილს ბელგრადში გაიმართება.