რონალდუ მზადაა, “იუვენტუსი” დატოვოს

0
28
Sport.es-ის ინფორმაციით, კრიშტიანუ რონალდუ, შესაძლოა, “იუვენტუსიდან” კონტრაქტის ვადის (2022 წლამდე) ამოწურვამდე წავიდეს.
როგორც გამოცემა იტყობინება, რონალდუ იმედგაცრუებულია ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის გამო და მზადაა, კლუბი 2020 წლის ზაფხულში დატოვოს.
“იუვენტუსს” კრიშტიანუ მადრიდის “რეალიდან” შეუერთდა, რომელთან ერთადაც ბოლო 5 წელში ჩემპიონთა ლიგა ოთხჯერ მოიგო და წლეულს, ბოლო 8 სეზონში პირველად, არ ითამაშებს აღნიშნული ტურნირის ნახევარფინალში.