თრილერი მანჩესტერში – “სიტი” გავარდა, “ტოტენჰემი” “აიაქსს” შეუწყვილდა

0
25

ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალური მატჩი მანჩესტერ სიტისა და ლონდონის ტოტენჰემს შორის სიტის გამარჯვებით, ანგარიშით 4-3 დასრულდა, თუმცა შემდეგ ეტაპზე ტოტენჰემი გავიდა.

ანგარიში მეოთხე წუთზე გაიხსნა. თავი რაჰიმ სტერლინგმა გამოიჩინა. 3 წუთში სონმა წონასწორობა აღადგინა, მე-10 წუთზე კი კორეელმა ტოტენჰემი წინ გაიყვანა. ამ გოლიდან 1 წუთში ქალაქელებმა წონასწორობა აღადგინეს. გოლი ბერნარდო სილვამ გაიტანა. 21-ე წუთზე რაჰიმ სტერლინგმა დუბლი შეასრულა და მისმა გუნდმა პირველი ტაიმი 3-2 მოიგო.

მეორე ნახევარი სიტის უპირატესობით მიმდინარეობდა და 59-ე წუთზე თავისი გოლი სერხიო აგუერომაც გაიტანა. 73-ე წუთზე ფერნანდო ლორენტემ გაიტანა და როგორც შემდგომში აღმოჩნდა მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა, თუმცა 94-ე წუთზე სტერლინგმა კიდევ ერთხელ გაიტანა, რომელიც ვიდეოგამეორების შედეგად გაუქმდა.

პეპ გვარდიოლას გაწვრთნილი გუნდები 2016 წლის შემდეგ ნახევარფინალში, 2011 წლის შემდეგ კი ფინალში ვერ გადიან.

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ლონდონის “ტოტენჰემი” ამსტერდამის “აიაქსს” დაუპირისპირდება.

მანჩესტერი. “ეტიჰადი”. 53 348 მაყურებელი
მანჩესტერ სიტი – ტოტენჰემი 4:3
გოლები: 1:0 სტერლინგი (4), 1:1 სონი (7), 1:2 სონი (10), 2:2 ბერნარდუ სილვა (11), 3:2 სტერლინგი (21), 4:2 აგუერო (59), 4:3 ლორენტე (73)
მანჩესტერ სიტი: ედერსონი, კომპანი, მენდი (სანე 84), უოკერი, ლაპორტი, დავიდ სილვა (ფერნანდინიო 63), გიუნდოგანი, ბერნარდუ სილვა, დე ბრიუნე, სტერლინგი, აგუერო.
ტოტენჰემი: ლორისი, ალდერვეირელდი, როუზი (სანჩესი 90), ტრიპიერი, ვერტონგენი, ერიკსენი, ვანიამა, ლუკას მოურა (დევისი 82), სისოკო (ლორენტე 41), ალი, სონი.