მაურისიო პოჩეტინიო: “მომხდარი დაუჯერებელია”

0
21
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში “მანჩესტერ სიტის” ბარიერის გადალახვის შემდეგ “ტოტენჰემის” თავკაცი მაურისიო პოჩეტინიო სიხარულით მეცხრე ცაზე იყო:
“რაც მოხდა, ეს დაუჯერებელია. მე ბედნიერი და ამაყი ვარ. ჩემი ფეხბურთელები გმირები არიან. ძალიან, ძალიან გამახარეს.
როდესაც სტერლინგმა კომპენსირებულ დროში გოლი გაგვიტანა, ჩემს თავში რაღაც დატრიალდა, მაგრამ შემდეგ გოლი არ ჩათვალეს. აი, ამისათვის გვიყვარს ფეხბურთი.
დღეს ჩვენი მტკიცე ხასიათი ვაჩვენეთ. ენით აღუწერელი თამაში იყო”.