იურგენ კლოპი: “ბარსელონას” პირველად დავუპირისპირდები, მოუთმენლად ველოდები ნახევარფინალს

0
11
“ლივერპულმა” “პორტუს” ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის ორივე მატჩში  სძლია, დამსახურებულად გავიდა ნახევარფინალში და მისმა მენეჯერმა იურგენ კლოპმა მოკლე კომენტარი გააკეთა.
“ამ სეზონში უკეთ ვიასპარეზეთ. ვიცოდით, ქარიშხალი გველოდა და ასეც მოხდა. მეორე ტაიმში მეტოქეს ძალები გამოელია, ბურთზე კონტროლი დავამყარეთ და გავიმარჯვეთ.
ჩვენი გუნდი უფრო გამოცდილია, ეს ცხადია. რამდენიმე რთული გასვლითი მატჩი გვქონდა და ვიცოდით, ეს გასულ სეზონში “სიტისთან” და “რომასთან” შეხვედრების მსგავსი იქნებოდა.
არ იყო ადვილი, მაგრამ ნახევარფინალში გავედით, ყველაფერი კარგადაა.
ამხანაგურ მატჩებს თუ არ ჩავთვლით, “ბარსელონასთან” პირველად ვითამაშებ, მოუთმენლად ველოდები ამ გუნდთან შეხვედრებს”, – განაცხადა კლოპმა BT Sport-ის ეთერში.
პორტუ. “დრაგაო”. 49 117 მაყურებელი
პორტუ – ლივერპული 1:4
გოლები: 0:1 მანე (26), 0:2 სალაჰი (65), 1:2 მილიტაო (69), 1:3 ფირმინო (77), 1:4 ვან დეიკი (84)
პორტუ: კასილიასი, პეპე, ედერი, მილიტაო, ფელიპე, კორონა (ფერნანდო 77), დანილუ პერეირა, მარეგა, ოტავიო (ტიგუინიო 46), ბრაიმი (ბრუნუ კოშტა 81), ერერა.
ლივერპული: ალისონი, მატიპი, რობერტსონი (ჰენდერსონი 71), ალეკსანდერ-არნოლდი (გომესი 66), ვან დეიკი, მილნერი, ფაბინიო, ვეინალდუმი, მანე, სალაჰი, ორიგი (ფირმინო 46).