ბითაძის ადრიატიკული შანსი: “ბუდუჩნოსტმა” ჩამორჩენა შეამცირა

0
16

ადრიატიკის ლიგის ფინალურ სერიაში გოგა ბითაძის “ბუდუჩნოსტმა” “ცრვენა ზვეზდას” ჩამორჩენა შეუმცირა. სერბულმა კლუბმა ბელგრადში 2 საშინაო მატჩი მოიგო და ჩემპიონობას ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა, რომელიც დღეს პოდგორიცაში ვერ გადადგა. “ბუდუჩნოსტმა” საკუთარი ქომაგების თვალწინ დამაჯერებლად ითამაშა და ბელგრადელებს წარმატების შანსი არ დაუტოვა – 80:72.უნდა აღინიშნოს, რომ “ცრვენა ზვეზდამ” პირველი ნახევარი 5 ქულით მოიგო, თუმცა მესამე პერიოდში მასპინძლებმა სოლიდური უპირატესობა მოიპოვეს, ათწუთეული 21:8 მოიგეს და მოპოვებული ხელჩასაჭიდი ლიდერობა ბოლომდე შეინარჩუნეს.

19 წლის ქართველი ცენტრი სათადარიგო იყო და მოედანზე 20:16 წუთით გამოჩნდა. გოგამ 2-დან 1 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, სამიანი კი ააცილა. ბითაძის ანგარიშზე საბოლოოდ 4 ქულა და 4 მოხსნა დაგროვდა. გოგამ 3 ჯარიმა მიიღო და ბურთი ორჯერ დაკარგა. პოდგორიცელთაგან საუკეთესო ნორის კოული გახდა 20 ქულით.

ფინალური სერიის შემდეგი მატჩი კვლავ პოდგორიცეში, 19 აპრილს გაიმართება და მასპინძელთა გამარჯვების შემთხვევაში, საქმე მე-5, გადამწყვეტ მატჩამდე მივა, რომელსაც 22 აპრილს ბელგრადი უმასპინძლებს.