ოლე-გუნარ სოლსკიაერი: “ბარსელონა” ჩვენზე რამდენიმე თავით მაღლა დგას”

0
11
ჩემპიონთა ლიგაზე “ბარსელონასთან” მარცხი (0:3) “მანჩესტერის” ნორვეგიელმა მთავარმა მწვრთნელმა ოლე-გუნარ სოლსკიაერმა ობიექტურად ახსნა:
“მესი ტოპ-კლასია და დღეს განსაკუთრებული როლი ითამაშა. 2:0-ზე ყველაფერი დასრულდა. უკანასკნელ ათწლეულში ის და კრიშტიანუ რონალდუ სულ სხვა დონის ფეხბურთელები არიან.
“ბარსელონასავით” თამაშს უნდა ვეცადოთ. ჩვენ ეს შეგვიძლია, მაგრამ ბევრი სამუშაო გვაქვს.
თუ გვინდა, “მანჩესტერის” რეალურ დონეს დავუბრუნდეთ, “ბარსელონას” მეტოქეობა უნდა გავუწიოთ. ახლა “ბარსა” ჩვენზე რამდენიმე თავით მაღლა დგას”.