ლეო მესი: ,,შესანიშნავი ფეხბურთი ვითამაშეთ”

0
128

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრაში კატალონიის ,,ბარსელონამ” ,,მანჩესტერ იუნაიტედს” უმასპინძლა და 3-0 დაამარცხა. მატჩი სტუმრებმა აქტიურად დაიწყეს – პირველივე წუთზე მარკუს რაშფორდმა ბურთი ხარიხას მოარტყა. ერნესტო ვალვერდეს გუნდმა დაწინაურება მე-16 წუთზე შეძლო – თავი ლეო მესიმ გამოიჩინა, რომელმაც მეოთხედფინალში გოლი 2013 წლის შემდეგ პირველად გაიტანა. მე-20 წუთზე არგენტინელმა დუბლი გაიფორმა. კატალონიელები უპირატესობას შეხვედრის მეორე ნახევარშიც ფლობდნენ. 61-ე წუთზე ფილიპე კოუტინიომ შორეული დარტყმით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

,,ბარსელონას” თავდამსხმელმა, ლეო მესიმ ,,იუნაიტედთან” მოგებულ მატჩზე ისაუბრა: ,,ეს შთამბეჭდავი იყო. ეს არის სწორედ ის, რასაც წარმოვადგენთ. პირველი ხუთი წუთის განმავლობაში ცოტას ვნერვიულობდით, მაგრამ შემდეგ გავიტანეთ და შესანიშნავი ფეხბურთი ვითამაშეთ”, – მესის სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებგვერდი ციტირებს.

ბარსელონა. “კამპ ნოუ”. 96 708 მაყურებელი
ბარსელონა – მანჩესტერი 3:0
გოლები: 1:0 მესი (16), 2:0 მესი (20), 3:0 კოუტინიო (62)
ბარსელონა: ტერ შტეგენი, ალბა, პიკე, რობერტო (სემედო 71), ლანგლე, რაკიტიჩი, ბუსკეტსი, არტური (ვიდალი 76), კოუტინიო (დემბელე 81), მესი, სუარესი.
მანჩესტერი: დე ხეა, სმოლინგი, იანგი, ჯონსი, ლინდელეფი, ლინგარდი (სანჩესი 80), ფრედი, პოგბა, მაკტომინი, მარსიალი (დალოტი 65), რეშფორდი (ლუკაკუ 73).