დე იონგი: „მოგება უფრო დიდი ანგარიშითაც შეგვეძლო“

0
87

ტურინის “იუვენტუსის” დამარცხებისა და ნახევარფინალში გასვლის შემდეგ ამსტერდამის “აიაქსის” ნახევარმცველმა, ფრენკი დე იონგმა, ჟურნალისტებთან ისაუბრა:

„პირველ ტაიმში ტურინელები გაცილებით უკეთ გამოიყურებოდნენ. მეორე ტაიმის საწყის ხუთ წუთს თუ არ ჩავთვლით, ვდომინირებდით. ვფიქრობ, ამ შეხვედრის მოგება უფრო დიდი ანგარიშითაც შეგვეძლო.
1:1-ის შემდეგ ტურინელებისთვის სიტუაცია გართულდა, რადგან მათ იცოდნენ, რომ გაშვების შემთხვევაში შემდეგ ეტაპზე გასვლა ძალიან რთული იქნებოდა. ჩვენ ეს ვიგრძენით და არსებული სივრცეების ათვისება დავიწყეთ. კრეატიული ფეხბურთელები გვყავს და ეს ჩვენ კარგად გამოგვდის“.