ჩაკვეტაძემ გაიტანა

0
1

ბელგიის საფეხბურთო ჩემპიონატის პირველი ექვსეულის მორიგ ტურში ”გენტმა” შინ ”ანტვერპენს” უმასპინძლა. პირველი ტაიმი სტუმართა გამარჯვებით 1:0 დასრულდა. შესვენების შემდეგ თამაშში გიორგი ჩაკვეტაძე ჩაერთო, რომელმაც 77-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა, თუმცა 82-ე წუთზე რაფაელოვის გოლით კვლავ სტუმრები დაწინაურდნენ. დარჩენილ დროში ვითარება არ შეცვლილა, ”გენტი” საკუთარ კედლებში 1:2 დამარცხდა.

19 წლის გიორგი ჩაკვეტაძემ მეორე ტაიმი სრულად ჩაატარა და წლეულს პირველი გოლი გაიტანა. მიმდინარე სეზონში ჩაკვეტაძემ ბელგიის ჩემპიონატში მე-5 გოლი შეაგდო, საკლუბო და სანაკრებო მატჩების ჩათვლით კი მის ანგარიშზე საერთო ჯამში 10 გოლია (ბელგიის ჩემპიონატი – 5 გოლი, ბელგიის თასი – 1 გოლი, ერთა ლიგის გათამაშება – 4 გოლი).

გიორგი ქვილითაია თამაშში 76-ე წუთზე ჩაერთო.