სმოლინგმა მესი კინაღამ დაასახიჩრა – ლეოს ცხვირის ტიხარი აქვს გაბზარული და თვალი დაზიანებული

0
1

ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში “მანჩესტერის” მცველმა კრის სმოლინგმა იდაყვი ჩაარტყა სახეში “ბარსელონას” თავდამსხმელ ლეო მესის, რომელსაც სისხლი წამოუვიდა და თამაში რამდენიმე წუთით შეწყდა. არგენტინელს ძალიან გაუსივდა ცხვირი და სუნთქვის პრობლემა შეექმნა, რის გამოც პირით სუნთქავდა. AS-ის ცნობით, ვარაუდობენ, რომ მას ცხვირის ტიხარი მსუბუქად აქვს გაბზარული. ამას გარდა, ლეოს ჰემატომა აქვს, თვალის გუგა დაუზიანდა და ეს მოედანზე სივრცის სრულად დანახვაში ხელს უშლიდა.
თუ დიაგნოზი დადასტურდა, მესის რამდენიმე დღე მოუწევს უქმობა და “უესკასთან” ვერ ითამაშებს, “მანჩესტერთან” საპასუხო შეხვედრისთვის კი მწყობრში იქნება.