იურგენ კლოპი: “2:0 ძალიან კარგი შედეგია”

0
3
ჩემპიონთა ლიგაზე “პორტუსთან” მოგებული მატჩი (2:0) “ლივერპულის” მწვრთნელმა იურგენ კლოპმა ასე შეაფასა.
“ჩვენ ბედნიერები ვართ, მაგრამ ეს მხოლოდ პირველი შეხვედრაა, მეორე დაძაბული იქნება. თამაშს დროის უმეტეს ნაწილში ვაკონტროლებდით და ორი გოლი გავიტანეთ.
მეტოქეს ძალიან ბევრი სტანდარტულების შესრულების უფლება მივეცით. ვფიქრობ, მათ გოლების 40% სტანდარტულებიდან გააქვთ. მხოლოდ ერთი თუ ორი კონტრშეტევა განახორციელეს.
მეორე ტაიმში პირველის მსგავსად აქტიურად ვერ ვუტევდით, მაგრამ 2:0-ის გამო ფეხბურთელების კრიტიკის საფუძველი არა მაქვს – ძალიან კარგი შედეგია”, – განაცხადა კლოპმა პრესკონფერენციაზე.

საინტერესო ფაქტები

იურგენ კლოპმა სამწვრთნელო კარიერაში მე-400 მატჩი მოიგო (აქედან 111 “ლივერპული”).
რობერტო ფირმინომ “ენფილდზე” ჩემპიონთა ლიგის 11 მატჩში 12 გოლში მიიღო უშუალო მონაწილეობა (7 გოლი, 5 ასისტი).
“ლივერპულმა” ზედიზედ მეშვიდედ არ წააგო “პორტუსთან” დაპირისპირებაში.