ჩავი: “არველაძის ”ფახთაქორმა” კარგი გუნდის შთაბეჭდილება დატოვა”

0
2

აზიის ჩემპიონთა ლიგის 2019 წლის სეზონის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში შოთა არველაძის გაწვრთნილმა ტაშკენტის ”ფახთაქორმა” ”ალ სადს” უმასპინძლა. საფეხბურთო დაპირისპირება ფრედ 2:2 დასრულდა.
”ალ სადის” მხრიდან ლეგენდარულმა ესპანელმა ფეხბურთელმა ჩავიმ დუბლი შეასრულა. ყატარული გუნდი ხავის გოლებით ორჯერ იგებდა, თუმცა ჯერ ალიჯონოვმა გაათანაბრა ანგარიში, ჩავის მეორე გოლის შემდეგ კი დრაგან ჩერანმა მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
მატჩის დასრულების შემდეგ ხავი პრესკონფერენციაზე გამოცხადდა და კომენტარი გააკეთა.

ჩავი: ”საწყის 15 წუთში კარგად ვითამაშეთ, მაგრამ ”ფახთაქორმა” ძალიან კარგი გუნდის შთაბეჭდილება დატოვა, მეტოქე განსაკუთრებით კარგად ფლანგებზე თამაშობდა. მსურს ხაზი გავუსვა ჯალოლიდინ მაშარიპოვის ასპარეზობას, რომელიც მარცხენა ფლანგზე მოქმედებდა.
მეორე ტაიმში მწვრთნელმა ტაქტიკური ცვლილებები განახორციელა და თითქმის უშეცდომოდ ვითამაშეთ. შეიძლებოდა როგორც გამარჯვება, ასევე ტაშკენტიდან ქულის გარეშე გამგზავრება, თუმცა თუ მთლიანად მთელ მატჩს გავაანალიზებთ, ფრე სამართლიანი შედეგია”.

D ჯგუფში შოთა არველაძის გუნდი 5 ქულით პირველ ადგილზეა. სამ ტურში ”ფახთაქორმა” ერთი მატჩი მოიგო და ორი შეხვედრა ფრედ დაასრულა.