შტეფან ეფენბერგი : “მალე გუნდები ავტობუსის მძღოლებში 5 მილიონს გადაიხდიან”

0
4

მიუნხენის „ბაიერნის“ ყოფილმა ფეხბურთელმა შტეფან ეფენბერგმა ტრანსფერებზე კომენტარი გააკეთა. ის გაოცებულია ფრანგ მცველში ლუკა ერნადესში გადახდილი 80 მილიონი ევროთი.
“ბავარიას“ ზაფხულში გუნდის თავიდან შექმნა მოუწევს. დახარჯული უკვე ბევრია და მაგიტომ ჩნდება ბევრი კითხვა. ჰასან სალიჰამიჯიჩი ამაყობს იმით , რომ დაიმატა 2 მსოფლიო ჩემპიონი. ის ფაქტი , რომ ისინი მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ არ ნიშნავს იმას , რომ ისინი 10 წელი ჩემპიონები იქნებიან. ერნანდესის ტრანსფერში გამარჯვებული მხოლოდ ერთია და ეს მადრიდის „ატლეტიკოა“. თუ ეგრე გაგრძელდა ფეხბურთელებში ფულის გადახდა მალე გუნდები ავტობუსის მძღოლებში 5 მილიონს გადაიხდიან. ვფიქრობ , რომ უფრო აზრიანი იქნებოდა ამხელა თანხ ნახევარმცველებში ან კიდე კრეატიულ შემტევებში გადაეხადათ“- განაცხადა შტეფან ეფენფბერგმა.