ლეო მესის რეკორდებს ბოლო არ უჩანს

0
29

„ბარსელონას“ კაპიტანმა ლიონელ მესიმ ესპანეთის ლა ლიგაში კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა. ლა ლიგის 31-ე ტურის ცენტრალურ მატჩში „ბარსელონამ“ „კამპ ნოუზე“ მადრიდის „ატლეტიკო“ 2:0 დაამარცხა, ხოლო არგენტინელმა ერთი გოლი გაიტანა.

ამრიგად, მესიმ ლა ლიგაში 335-ე მატჩი მოიგო და მადრიდის „რეალის“ ყოფილი მეკარის იკერ კასილასის რეკორდი გააუმჯობესა. ესპანეთის ეროვნული ნაკრების ექსგოლკიპერმა ესპანეთის ჩემპიონატში გამარჯვება 334-ჯერ იზეიმა.

გარდა ამისა, მესიმ მიმდინარე სეზონში ლა ლიგაში მეტოქეთა კარი 33-ჯერ აიღო და საუკეთესო ბომბარდირთა დავაში უპირობო ლიდერია. ის უახლოს მდევარ თანაგუნდელ ლუის სუარესს 13 ბურთით ასწრებს.

ამასთანავე, ევროპის ტოპ-5 საკლუბო ჩემპიონატებში ამ სეზონში მესიზე მეტი გოლი არავის გაუტანია.