ერნესტო ვალვერდე: “ისტორიის შეცვლის კარგი შანსი გვაქვს”

0
4

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ერთმანეთს “მანჩესტერ იუნაიტედი” და “ბარსელონა” დაუპირისპირდებიან. მოახლოებულ შეხვედრასთან დაკავშირებით კატალონელთა თავკაცმა ერნესტო ვალვერდემ ისაუბრა.

„ჩვენი მეტოქე ძალიან ძლიერი გუნდია. მანჩესტერელები კარგ ფორმაში არიან და დარწმუნებული ვარ ბევრ პრობლემას შეგვიქმნიან. ოლე გუნარ სოლსკიაერის შეგირდებმა იციან როგორ უნდა მოახდინონ მეტოქეზე ზეწოლა. ინგლისელებს ფიზიკურად და ტაქტიკურად ძლიერი ფეხბურთელები ჰყავთ. “ბარსელონასა” და “მანჩესტერის” მატჩი კლასიკური ევროპული დაპირისპირება იქნება. “ბლაუგრანას” “ოლდ ტრაფორდზე” არასდროს მოუგია და ისტორიის შეცვლის კარგი შანსი გვაქვს,“-განაცხადა ესპანელმა სპეციალისტმა Sky Sport-თან საუბრისას.

“მანჩესტერისა” და “ბარსელონას” პირველი მატჩი 10 აპრილს ოლდ ტრაფორდზე გაიმართება, განმეორებითი შეხვედრა კი 16-ში შედგება.