პეპ გვარდიოლა: ,,ოთხივე ტიტულის მოგება პრაქტიკულად შეუძლებელია”

0
1

,,მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ, მიმდინარე სეზონზე ისაუბრა.
,,წარმატებას უკვე მივაღწიეთ, ჩვენთვის ეს წარმოუდგენელი სეზონია. ვიცი, რომ საბოლოოდ ტიტულებით შეგვაფასებენ, მაგრამ თუ წელს მხოლოდ კარაბაოს თასის მოგებით დავასრულებთ და ხალხი იტყვის, რომ ეს კატასტროფაა, ჩემთვის ეს სეზონი მაინც წარმოუდგენელი იქნება.
არ ვიცი, რა მოხდება, მაგრამ, მინდა, რომ ეს გაგრძელდეს, რადგან თამაში სასიამოვნოა. ოთხივე ტიტულის მოგება თითქმის შეუძლებელია. დამიჯერეთ, ამაზე არც კი ვფიქრობ. ახლა მხოლოდ მომავალ შეხვედრაზე ვარ კონცენტრირებული.
იმ შემთხვევაშიც კი თუ წავაგებთ, ჩემს ფეხბურთელებს ვეტყვი, რომ ისინი ჩემი გმირები არიან, რადგან რაც მათ გააკეთეს საოცრებაა.” – გვარდიოლას სიტყვებს Goal-ი ციტირებს.

მიმდინარე სეზონში ,,მანჩესტერ სიტიმ” ინგლისის ლიგის თასი მოიგო. პეპ გვარდიოლას გუნდი ინგლისის თასის ფინალშია, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში კი ,,ტოტენჰემს” ეთამაშება. ,,ქალაქელები” პრემიერლიგაში მეორე ადგილზე არიან და ლიდერ ,,ლივერპულს” 2 ქულით ჩამორჩებიან (,,სიტის” ანგარიშზე ერთით ნაკლები მატჩია).