ჩაკვეტაძე დაბრუნდა და საგოლე გადაცემა შეასრულა

0
2

ბელგიის საფეხბურთო ჩემპიონატის საუკეთესო ექვსეულის პლეი ოფში ”გენკმა” შინ ”გენტი” 2:1 დაამარცხა. სტუმართა შემადგენლობას 19 წლის ქართველი ტალანტი გიორგი ჩაკვეტაძე დაუბრუნდა, რომელმაც იანვარის შემდეგ ”გენტისთვის” პირველად ითამაშა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი თამაშში 74-ე წუთზე ჩაერთო და 87-ე წუთზე საგოლე გადაცემა შეასრულა.

”გენტის” სათადარიგოთა სკამზე გიორგი ქვილითაია იჯდა, თუმცა არ უთამაშია. ამ ეტაპზე საუკეთესო ექვსეულში ”გენტი” 25 ქულით მე-6 ადგილზეა.