შოთა არველაძის აღიარება უზბეკეთში

0
3

უზბეკური ტაშკენტის ”ფახთაქორის” მთავარი მწვრთნელი championat.asia-ს ვერსიით უზბეკეთის მარტის თვის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა.

გასულ თვეში შოთა არველაძის გაწვრთნილმა გუნდმა უზბეკეთის სუპერლიგაში ”ბუნიოდკორი” და ტაშკენტის ”ლოკომოტივი” დაამარცხა. რაც შეეხება აზიის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპს, ”ფახთაქორმა” ირანულ ”პერსეპოლისთან” შეხვედრაში ფრედ 1:1 ითამაშა, საკუთარ მოედანზე კი საუდის არაბეთის წარმომადგენელი ”ალ აჰლი” დაამარცხა.

3 ტურის შემდეგ უზბეკეთის სუპერლიგას ”ფახთაქორი” 9 ქულით ლიდერობს.