“მანჩესტერმა” დე ხეას შემცვლელის ძებნა დაიწყო

0
1

“მანჩესტერ იუნაიტედმა” დე ხეას შემცვლელზე ფიქრი დაიწყო. ამ ინფორმაციას The Sunday Express ავრცელებს.

როგორც იცით, ესპანელი მეკარის შეძენით წლებია მადრიდის “რეალია” დაინტერესებული. სწორედ ამიტომ, მანჩესტერელები მეკარეს ეძებენ. როგორც წყარო იუწყება, “იუნაიტედის” რადარზე “ევერტონის” მეკარე, ჯორდან პიკფორდი და “ატლეტიკოს” კარის დარაჯი, იან ობლაკი მოხვდნენ.

ესპანელ მეკარეს მანჩესტერულ გუნდთან კონტრაქტი მიმდინარე წლის ზაფხულში ეწურება და ჯერჯერობით ახალი კონტრაქტის გაფორმებას არ ჩქარობს.