რონალდუ “აიაქსთან” ითამაშებს

0
2
“მარკას” ცნობით, “იუვენტუსის” პორტუგალიელმა თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ ტრავმა მოირჩინა და “აიაქსთან” ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში მონაწილეობის მისაღებად მზადაა.
ეგ კი არადა, კრიშტიანუს 6 აპრილს სერია A-ს 31-ე ტურში “მილანთან” თამაშიც შეუძლია, თუმცა ტრავმის რეციდივის შიშით, ალბათ ამის უფლებას არ დართავენ. შეგახსენებთ, თუ “იუვემ” ამ შეხვედრაში იმარჯვა, ჩემპიონატის დასრულებამდე 7 ტურით ადრე მოიგებს “სკუდეტოს”.
რონალდუმ ტრავმა 25 მარტს პორტუგალიის ნაკრებში სერბეთთან მატჩისას მიიღო.
“იუვენტუსისა” და “აიაქსის” პირველი მატჩი 16 აპრილს ტურინში გაიმართება.