“ტოტენჰემმა” ახალ სტადიონზე პირველი მატჩი სარეკორდო შემოსავლით ჩაატარა

0
1

ლონდონის „ტოტენჰემმა“ საკუთარ მოედანზე 680 დღიანი პაუზის შემდეგ ითამაშა და განახლებულ ულტრათანამედროვე არენაზე „კრისტალ პალასს“ უმასპინძლა. მაურისიო პოჩეტინოს გუნდმა ლონდონური დერბი, სონისა და ერიქსენის გოლებით, 2:0 მოიგო და პრემიერლიგის ცხრილში მეოთხე ადგილი დაიბრუნა. ამასთან, „დეზებმა“ რეკორდი დაამყარეს და შემოსავლის სახით 380.7 მილიონი გირვანქა გამოიმუშავეს.

„დეზების“ ახალი სტადიონის მშენებლობა დაახლოებით ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და სამუშაოები ჯამურად მილიარდ ევროზე მეტი დაჯდა. არენა 62 062 გულშემატკივარს იტევს.

„ტოტენჰემი“ 1899 წლიდან „უაით ჰართ ლეინზე“ თამაშობდა, სადაც გუნდმა 2533 შეხვედრა გამართა, ამიერიდან კი უკვე „ტოტენჰემ ჰოტსპურ სთედიუმზე“ იასპარეზებს.

ლონდონელთა უახლოესი მატჩი 9 აპრილსაა, როცა ისინი ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/4 ფინალურ შეხვედრაში „სიტის“ უმასპინძლებენ, ამის შემდეგ კი ოთხ დღეში „ჰადერსფილდს“ დაუხვდებიან.