რასელ ვესტრბუკის ისტორიული სამმაგი დუბლი

0
4

,,ოკლაჰომას” გამთამაშებელმა, რასელ ვესტბრუკმა, ,,ლეიკერსთან” მოგებულ შეხვედრაში  20 ქულა, 20 მოხსნა და 21 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა.

შედეგად ვესტბრუკი გახდა მეორე კალათბურთელი NBA-ს ისტორიაში, რომელმაც მინიმუმ 20-ქულიანი, 20 მოხსნიანი და 20-ასისტიანი სამმაგი დუბლი გაიფორმა. აქამდე ეს მხოლოდ ვილტ ჩემბერლენმა შეძლო – ლეგენდარულმა მოთამაშემ 1967-1968 წლების სეზონში 22 ქულას, 25 მოხსნასა და 21 პასს მოუყარა თავი.

რასმა მიმდინარე სეზონში 31-ე სამმაგი გაიფორმა. უკეთესი შედეგი მხოლოდ ოსკარ რობერტსონის (41 სამმაგი 1961-1962 წლების სეზონში) და თავად ვესტბრუკის ანგარიშზეა (42 სამმაგი 2016-2017 წლების სეზონში).