მიჯრით მერვე სეზონი 30-ზე მეტი გოლით!..

0
20

ლიონელ მესიმ ესპანეთის ლა ლიგის 29-ე ტურში „ესპანიოლს“ ჯარიმა გაუტანა, რითაც მიმდინარე ჩემპიონატში 31-ე გოლი შეაგდო. არგენტინელი შემტევისთვის ლა ლიგაში მერვე სეზონია, როცა ის 30-ზე მეტი გოლის გატანას ახერხებს.

გარდა ამისა, მესიმ აღნიშნულ ტურნირზე რიგით 334-ე გამარჯვება მოიპოვა, რაც იკერ კასილიასის რეკორდის გამეორებაა. 31 წლის სუპერვარსკვლავს კასილიასის გადასწრების საშუალება 2 აპრილს, სტუმრად, „ვილიარეალის“ წინააღმდეგ ექნება.

მესიმ „ბარსელონას“ მაისურით 593-ე გოლი გაიტანა და იგი კლუბის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია. ასევე დავამატოთ, რომ არგენტინელი ფორვარდი „ოქროს ბუცის“ წლევანდელ რბოლაში ლიდერია და პსჟ-ს შემტევ კილიან მბაპეს 4 გოლით უსწრებს.

მესი ლა ლიგის მიმდინარე სეზონის ბომბარდირია და მეორე ადგილზე მყოფ ლუის სუარესთან მთელი 13 გოლიანი უპირატესობა აქვს.

“ბარსელონასა” და “ვილიარეალის” ნახსენები მატჩი 2 აპრილს, “ელ კერამიკაზე”, თბილისის დროით 23:30 საათზე დაიწყება.